განათლების რეფორმის ფარგლებში, „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვისთვის პედაგოგები და სკოლები აქტიურად ემზადებიან. 50 სკოლის მხარდამჭერი ჯგუფების მომზადება ინტენსიურად მიმდინარეობს.
„ახალი სკოლის მოდელი“ - განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია,ჩამოაყალიბოს კრიტიკულ აზროვნებაზე, პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მოზარდს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნას და უნარ-ჩვევებს მისცემს.ტრენინგი რამდენიმე მოდულისგან შედგება და მისი ჩატარება რეგიონებშიც იგეგმება.
მხარდამჭერი ჯგუფები I-IV კლასების პედაგოგებთან სკოლის ბაზაზე ქოუჩინგის პრინციპით იმუშავებენ შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:
- სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა;
- სკოლის მართვის ეფექტიანი მიდგომების განვითარება;
- ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება სწავლა-სწავლების პროცესში.
მხარდამჭერის ჯგუფების წევრების ტრენინგებს უძღვებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ექსპერტები და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერები. ტრენინგების დასრულების შემდგომ, ეტაპობრივად, მხარდამჭერი ჯგუფები მუშაობას მათთვის შერჩეულ სკოლებში განაგრძობენ.
50 საპილოტე სკოლაში „ახალი სკოლის მოდელი“ 2019 წლის მარტიდან ამუშავდება, შემოდგომიდან კი ეს მოდელი კიდევ 100 სკოლას მოიცავს და ეტაპობრივად, მთელი საქართველოს საჯარო სკოლების მასშტაბით დაინერგება.
Комментариев нет:
Отправить комментарий